ლიეტუვის სეიმმა რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა – პარლამენტმა შესაბამის რეზოლუციას მხარი ერთხმად 128 ხმით დაუჭირა.
როგორც NEXTA-ს „ტელეგრამ“ არხზე ვკითხულობთ, გადაწყვეტილება უკრაინაში რუსი დამპყრობლების მრავალრიცხოვან სამხედრო დანაშაულთან დაკავშირებით იქნა მიღებული. დამპყრობლების სისასტიკეს ორგანიზებული გენოციდის ყველა ნიშანი აქვს.
Delfi-ს ცნობით, რეზოლუციაში სეიმმა განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა და დაქირავებულმა სამხედროებმა ჩაიდინეს მასობრივი სამხედრო დანაშაულები უკრაინის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით ქალაქებში: ბუჩაში, ირპენში, მარიუპოლში, ბოროდიანკასა და ჰოსტომელში.
„რუსეთის ფედერაცია, რომლის შეიარაღებული ძალები მიზანმიმართულად და სისტემატურად ირჩევენ სამოქალაქო ობიექტებს დაბომბვისთვის, არის სახელმწიფო, რომელიც მხარს უჭერს და ახორციელებს ტერორიზმს.“— ნათქვამია რეზოლუციაში.