LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიკა გუნცაძე: „სიცილით დამირეკა ანდრომ, დედა გილოცავ დედის დღესო… მერე, როდესაც გავედით მარშზე და ვსკანდირებდით, სიამაყის გრძნობა მქონდა, გულიც ამიჩუყდა და ცრემლიც გადმოვყარე“

256
ანდრო ჭიჭინაძე, ლიკა გუნცაძე

„ცოტა ვხუმრობდით კიდეც, სულ დედის დღე არ არისო, ანდრო მეუბნებოდა და ასე არ მიღიარებია დიდად ეს დედის დღე. დღეს იყო პირველი დედის დღე, როცა ვიგრძენი, რომ მართლა დედის დღეა“, – ამის შესახებ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის დედამ, ლიკა გუნცაძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

„ამხელა მხარდაჭერა, ამდენი წერილი, რაც მე მომივიდა, ვერც მოვასწარი ყველას წაკითხვა. ყვავილები, წერილები, ქუჩაში მაჩერებენ მილოცავენ და ამასობაში, ანდრომაც დარეკა. სიცილით, ეცინებოდა, დედა, გილოცავ დედის დღეს.

არასდროს არ უთქვამს, რომ დედა, გილოცავ დედის დღეს, ცოტა ვხუმრობდით, რომ სულ დედის დღეა და რაღა ერთი დღე აირჩიეს ეგეთი. და ანდროსგანაც, კი გაეცინა, გილოცავ დედის დღესო, მაგრამ მე მივხვდი, რომ მომილოცა და მერე, როდესაც გავედით მარშზე, იქაც ძალიან ემოციური დღე იყო. მარშზე რომ გავედით და ვსკანდირებდით, სიამაყის გრძნობა მქონდა, გულიც ამიჩუყდა და ცრემლიც გადმოვყარე… ძალიან მნიშვნელოვანი, კარგი და მძიმე დღე იყო“, – თქვა ანდრო ჭიჭინაძის დედამ.

„არც სასამართლოზე დავდივარ, არც წერილებს ვწერ, არ ვარ მზად, ანდროს შუშის გარედან ველაპარაკო“ – ანდრო ჭიჭინაძის დედა, ლიკა გუნცაძე „ფორტუნას“ ობიექტივში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g