LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი ბებიაა ლიკა კვარაცხელია და რა არის მისი მყარი ქორწინების საიდუმლო: „როცა ვჭირდები, შემიძლია, ყველა საქმე გადავდო და დავეხმარო…“

2194
ლიკა კვარაცხელია

ლიკა კვარაცხელია – საქმიანი ქალი დიდი ოჯახით. ის ასწრებს ყველაფერს, ოჯახის გაძღოლას, ორ შვილიშვილთან ერთად ყოფნას, თავის მოვლას და საოცარ ფორმაში ყოფნას და გემრიელობების შექმნას სამზარეულოში. ლიკას მეუღლე ცნობილი ფეხბურთელი მურთაზ შელიაა. მისი ქალიშვილი, ანა შელია კო მორაგბე ლაშა ლომიძის ცოლია. წყვილს უკვე ორი შვილი ჰყავს… როგორც ლიკამ fortuna.ge-ს გაუმხილა, ის საკმაოდ მკაცრი ბებიაა…

ლიკა, უკვე ძალიან დიდი ოჯახი გაქვთ – ორი შვილიშვილის ბებია ხარ. სულ ამბობ, რომ ბავშვების დედა ჩართულია მათ აღზრდაში სრულად და შენ კლასიკური ბებია არ ხარ. როგორია შენი მონაწილეობა შვილიშვილების აღზრდაში?

მშობლები თავიდან ბოლომდე თავად არიან ჩართულები ბავშვების აღზრდაში და მე იქვე ვარ. ჩემი ბებიობა ამაში გამოიხატება, თუ სადმე დავჭირდი, მათ გვერდზე ვარ. ცოტა მკაცრი ბებია ვარ. ისეთი არა, ყველაფერს რომ უტარებენ შვილიშვილებს და ყველაფერს რომ უსრულებენ. დრო, სამწუხაროდ, იმდენი არ მაქვს, როგორც დედაჩემი მეხმარებოდა – ფაქტობრივად, ყველაფერზე რომ უარი თქვა და ჩვენთან ერთად იყო. ასე არ შემიძლია, მაგრამ როცა ვჭირდები, შემიძლია, ყველა საქმე გადავდო და დავეხმარო.

შენი და ცნობილი ფეხბურთელის, მურთაზ შელიას ქორწინება მრავალ წელს ითვლის. რა არის თქვენი მყარი ქორწინების საიდუმლო?

ქორწინების საიდუმლო არ ვიცი, რა არის. ძნელია ამაზე პასუხის გაცემა. ალბათ, ის, რომ შენც უნდა ჩადო ურთიერთობაში რაღაც, ორივე მხრიდან, საჭიროა ენერგიის, აზრის ჩადება, საჭიროა გაგება, დათმობა, აყოლა, ერთნაირად განვითარება…

შენმა ქალიშვილმაც, შენ მსგავსად, სპორტსმენი მეორე ნახევარი შეარჩია. მორაგბე სიძე გყავს. როგორი სიდედრი ხარ?

როგორი სიდედრი ვარ, ეს ალბათ, ჩემმა სიძემ უნდა თქვას (იღიმის). მიყვარს ჩემი სიძე და ვცდილობ, ხელი შევუწყო მათ…

შენი კულინარიული უნარები საქვეყნოდ ცნობილია – იმის მიუხედავად, რომ დატვირთული გრაფიკი გაქვს, სახლში ყოველთვის თავად ამზადებ? შენი ოჯახის წევრებს ყველაზე მეტად შენი რომელი კერძი მოსწონთ?

სახლში მუდმივად ნამდვილად ვერ ვამზადებ, თუმცა მიყვარს მზადება და ამ დროს ვისვენებ. სწორედ ეს არის ჩემი განტვირთვის სივრცე თავიდან ბოლომდე, ხშირად ვარ სამზარეულოში. განსაკუთრებულად ერთი კერძი ჩემი ოჯახის წევრებს არ ამოუჩემებიათ. რასაც სწრაფად და მარტივად ვამზადებ, ის უყვართ. დიდი კულინარი ვარ-მეთქი, ვერ ვიტყვი, უფრო მეტად მოხერხებული კულინარი ვარ. სწრაფად ვამზადებ და გამომდის, არც ისე ცუდად. რთულ და ძალიან სერიოზულ კერძებს არ ვეჭიდები.

ლიკა, საინტერესოა, როგორია შენი თავის მოვლის სქემა? მუდამ საუცხოოდ გამოიყურები. ყველაზე მეტად რას აქცევ ყურადღებას და როგორ ახერხებ მუდამ ფორმაში ყოფნას?

დიდი მადლობა. თავის მოვლასთან დაკავშირებით სულ ვცდილობ კონტროლის დაწესებას. ვარჯიში კვირაში რამდენიმე დღე მაინც, ძილი რეჟიმის შენარჩუნება, ადრე ვიძინებ, ადრე ვიღვიძებ, კვება, სწორად შერჩეული თავის მოვლის რუტინა სეზონების მიხედვით. სხვა ისეთი არაფერია…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

magti 5g