ლიკანში, სამგზავრო მიკროავტობუსის და საბარგო ავტომობილის შეჯახების შედეგად ადამიანები დაშავდნენ.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ცნობით, ავარიის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა. მათ მრავლობითი ტრავმები აღენიშნებოდათ. ისინი ბორჯომის კლინიკაში არიან გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.