LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიკუნა მეტრეველი: „სხვისი ხათრით რაღაცების კეთება ხშირად გაზარალებს. ჩემს შვილებსაც სულ ამას ვასწავლი, რომ ჩემი ან სხვისი ხათრით არ გააკეთონ ის, რაც არ უნდათ…

536
ლიკუნა მეტრეველი

მოდელი და ინფლუენსერი ლიკუნა მეტრეველი ჟურნალ „თბილისელებს“ უმხელს, როგორი პრინციპით ზრდის თავის ორ გოგონას.

ვასო ფხაკაძის მეუღლე ამბობს, რომ სხვისი ხათრით რაღაცის კეთება არასწორია:

„თუ სხვისი ხათრით აკეთებ ბევრ რამეს, შენი სურვილები ავტომატურად გამოირიცხება. თუმცა ყოველთვის ვცდილობ, მეორე მხარეს გული არ დავწყვიტო ჩემი მიზანსწრაფულობით. მე ეს თვისება მომწონს, ჩემს შვილებსაც სულ ამას ვასწავლი, რომ ჩემი ან სხვისი ხათრით არ გააკეთონ ის, რაც არ უნდათ. ელემენტარული ავიღოთ, – ჭამაც რომ იყოს, თუ რამის შეჭმა არ უნდათ, ეს ჩემი ხათრით არ უნდა გააკეთონ. სხვისი ხათრით რაღაცების კეთება ხშირად გაზარალებს. როგორც ვთქვი, ჩემთვის ეს საკუთარ სურვილს გამორიცხავს…“

ინტერვიუს ლიკუნა მეტრეველთან წაიკითხავთ ჟურნალ „თბილისელების“ 13 იანვრის ნომერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g