LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიკვიდირებულია რუსი სამხედრო მეთაური – გენერალ-მაიორი ვიტალი გერასიმოვი ხარკოვში მოკლეს

326

ქალაქ ხარკოვთან რუსეთის არმიის გენერალ-მაიორის ვიტალი გერასიმოვის მკვლელობის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს.

„მორიგი დანაკარგი ოკუპანტი ქვეყნის უმაღლეს სამეთაურო შტაბში. ხარკოვთან ახლოს გამართულ ბრძოლაში ლიკვიდირებულია ვალერი გერასიმოვი – რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელი, გენერალ-მაიორი, შტაბის უფროსი და რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე”, – აცხადებს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო.

რუსეთის ფედერაციის 41-ე არმიის გენერალ-მაიორს, ვიტალი გერასიმოვს მონაწილეობა აქვს მიღებული ჩეჩნეთის მეორე ომში და სირიის სამხედრო ოპერაციებში. დაჯილდოებული იყო მედლით „ყირიმის დაბრუნებისთვის”.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

magti 5g