LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლილ კიმი ცვილის ფიგურას დაემსგავსა (ფოტო)

61

ლილ კიმი ახალი იმიჯით კვლავ მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში. 90-იანი წლების პოპულარული შემსრულებელი წლების შემდეგ სცენაზე დაბრუნდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში  გამოჩენა დაიწყო. ამჯერად მომღერალი პარიზის მოდის კვირეულზე,Ralph & Russo-ს მოდის სახლის ჩვენებას დაესწრო და საღამოს გმირიც გახდა. ამჯერად მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა ლილ კიმის გაზრდილი მკერდის ზომა, მძიმე მაკიაჟი, ბოდე და თეთრი პლაში.

მომღერალი იმდენადაა შეცვლილი, რომ მისი ცნობა პრაქტიკულად შეუძლებელია. მრავლობითი პლასტიკური ოპერაციების შედეგად მომღერალი უფრო ვულგარული გახდა და ცვილის ფიგურას დაემსგავსა. მისი იმიჯი კიდევ უფრო სკანდალურია. მომღერალი ფანტასტიკურ განწყობაზე ჩანდა და ამაყად პოზირებდა პაპარაცებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები