LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლილ’ კიმმა სიმღერის Go Awff კლიპი გამოაქვეყნა (ვიდეო)

74
Lil-Kim-press-photo-2018-billboard-1548

ლილ’ კიმის ოფიციალურ Youtube არხზე 14 თებერვალს გამოსულ სინგლზე, Go Awff გადაღებული კლიპი გამოქვეყნდა. სიმღერა, რომელშიც ამერიკელმა რეპერმა ინგლისური ბენდის, The xx ჰიტის Dangerous სემპლი გამოიყენა, არტისტის მეხუთე სტუდიურ ალბომში, 9 შედის, რომელიც დღის სინათლეს 17 მაისს იხილავს.

აღსანიშნავია, რომ დისკი, რომლის რელიზისთვის ,,ჰიპ-ჰოპ ქალღმერთი”  აქტიურად ემზადება, პირველი იქნება მას შემდეგ, რაც მან 2015 წელს, The Naked Truth შემოგვთავაზა.

შეგახსენებთ, რომ ლილ’ კიმის მომავალი ფირფიტიდან უკვე ცნობილია ლიდ სინგლი Nasty One, რომელიც გასული წლის 11 ივლისს გამოვიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები