LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლილი ალენმა ლიამ ნისონს ,,რასისტი ღორი” უწოდა და სიმღერა Fuck You მიუძღვნა

9454056-0-image-a-4_1549439550783

სიდნეიში, ლილი ალენის კონცერტი გაიმართა. ინგლისელი შემსრულებელი ავსტრალიას მეოთხე სტუდიური ალბომის No Shame მხარდასაჭერი ტურნეს ფარგლებში სტუმრობდა.

საინტერესოა, რომ 33 წლის ვარსკვლავმა შოუს მსვლელობისას სკანდალური განცხადება გააკეთა.  2009 წლის ჰიტი Fuck You, კიტ ალენისა და ელისონ ოუენის ქალიშვილმა ლიამ ნისონს მიუძღვნა.

,,ზოგადად ამ სიმღერას დონალდ ტრამპს ვუძღვნი, თუმცა დღეს ის ლიამ ნისონს ეძღვნება”, – აღნიშნა ლილიმ, რომელმაც პერფორმანსის დაწყებამდე ირლანდიელ მსახიობს ,,რასისტი ღორი” უწოდა.

გაირკვა, რომ ალენის გაღიზიანება ამ უკანასკნელის სიტყვებმა გამოიწვია. ბრიტანეთის იმპერიის ორდენოსანი ნისონი გამოტყდა, რომ ის რასისტია და ერთ დღეს შავკანიანი მამაკაცის მოკვლის სურვილიც ჰქონდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები