ბრიტანელმა მომღერალმა და მსახიობმა ლილი ალენმა სიმღერაზე „No Shame“ ახალი კლიპი წარმოადგინა. ვიდეოში რეპერ Giggs-საც შეხვდებით, რომელიც სიმღერის ჩაწერაში მონაწილეობდა.
სიმღერა „No Shame“ ალენის ამავე სახელწოდების მეოთხე სტუდიურ ალბომში შედის. დისკის რელიზი მიმდინარე წლის ოქტომბერში იგეგმება. მუსიკოსის უკანასკნელი ალბომი „Sheezus“ 2014 წლის მაისში გამოვიდა. დისკმა ბრიტანული ჩარტი დაიპყრო.