ჯონი დეპისა და ვანესა პარადის შვილი ლილი-როუზი სკოლის გამოსაშვებ წვეულებას დაესწრო. 17 წელის გოგონას ღია ვარდისფერი, უცნობი დიზაინერის მიერ შექმნილი კაბა ეცვა. მას არ ჰქონია მაკიაჟი, არც აქსესუარები.
გამოსაშვებ საღამოზე ლილი როუზს მშობლები არ ახლდნენ. გოგონამ საღამომეგობრებთან ერთად გაატარა, წვეულებაზე გადაღებული ფოტოები „ინსტაგრამზე“ სწორედ მათ განათავსეს.
თავად ლილი როუზი სოციალურ ქსელებს არ წყალობს და მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნებოდა, სოცქსელები საერთოდ არ არსებობდეს.