პაპარაცებმა ჯონი დეპის ყოფილი ცოლი, ვანესა პარადი შვილებთან, ლილი როუზთან და ჯეკთან ერთად აეროპორტში დააფიქსირეს. თუმცა რეპორტიორების ყურადღება მათთან ერთად მყოფმა 24 წლის ეშ საიმონმა მიიპყრო – ტაბლოიდების მტკიცებით, ეში და 16 წლის ლილი როუზი უკვე რამდენიმე თვეა, ერთმანეთს ხვდებიან.
მათ შორის ასაკობრივი სხვაობა, როგორც ჩანს, არც გოგონას ოჯახის წევრებს ადარდებს. დამწყები მოდელისა და საიმონის რომანზე ჟურნალისტები გასული წლის ოქტომბრიდან წერენ, როდესაც წყვილი ერთად პარიზში დააფიქსირეს. ისინი ხელჩაკიდებულები სეირნობდნენ.