ჯონი დეპისა და ვანესა პარადის 16 წლის შვილი არაერთხელ მოექცა სკანდალით საზოგადოების ყურადღების ცენტრში. მაგალითად, გასული წლის ზაფხულში ლილი როუზ დეპმა მონაწილეობა მიიღო ლგბტ პროექტში და თითქოს აღიარა კიდეც, რომ ბისექსუალია. თუმცა, როგორც გაირკვა, გოგონას სულაც არ სურდა ხმაურიანი განცხადებების გაკეთება, ლილი როუზი ამბობს, რომ მისი სიტყვები არასწორად გაიგეს.
„ჩემი ნათქვამი არასწორად გაიგეს. ბევრმა ადამიანმა იფიქრა, რომ ეს ჩემი ბისექსუალობის აღიარება იყო, თუმცა სულაც არა, აზრადაც არ მქონია მეთქვა, რომ ჰეტეროსექსუალი არ ვარ, იმის მიუხედავად, რომ არაფერია ცუდი ბისექსუალობაში,“- აღნიშნა დეპმა.
აქვე, ლილი როუზმა დააზუსტა ზაფხულში გაკეთებული საკუთარი განცხადება :
„მე მხოლოდ მინდოდა მეთქვა, რომ არ ღირს საკუთარ სექსუალურ კუთვნილებას იარლიყი მიაკრა, ასე ბევრი ახალგაზრდა უკვე აღარ იქცევა და ძალიან მომწონს. ერთ დღეს, შესაძლოა ერთი რამე გინდოდეთ, მეორე დღეს კი – სხვა. არ არის აუცილებელი საკუთარი თავის ჩარჩოებში მოქცევა, რადგან, შესაძლოა, ყველაფერი შეიცვალოს.“
