LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლილიკო ნემსაძე: „ქმრის სიყვარული ჩემდამი შეუფასებელია“ – კომპოზიტორი 45 წლის ასაკში იტალიის კონსერვატორიის სტუდენტი გახდა

1562
ლილიკო ნემსაძე

ცნობილი კომპოზიტორი, არაერთი ჰიტის ავტორი, ლილიკო ნემსაძე 45 წლის ასაკში იტალიის კონსერვატორიის სტუდენტი გახდა და ეს სასწავლებელი უკვე დაამთავრა კიდეც. ამის შესახებ ის ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრა:

„სულ რამდენიმე წლის წინ ჩავაბარე იტალიაში, მაგისტრატურაში, რომელიც დავამთავრე. დღეს კი დოქტორანტურაში ვსწავლობ თბილისში. არ შევუფერხებივარ იმას, რომ სტუდენტის ასაკი არ მქონდა. გოგონები იცინოდნენ, დედა, რა დროს შენი სტუდენტობააო. რატომაც არა?! სწავლის დრო ყოველთვის არის!..“

ლილიკო ნემსაძე ამავე ინტერვიუში მეუღლის თაობაზეც აკეთებს კომენტარს:

„ჩემი მეუღლე საუკეთესო ადამიანია. მართალია, მუსიკოსი არ არის და პროფესიულად არ შეუძლია, შეაფასოს ჩემი ნაშრომი, მაგრამ იმდენად კარგად გამიგო, ისე შემიწყო ხელი, ისე ისწავლა მუსიკოსის გვერდით ცხოვრების ავ-კარგი, რომ მისი სიყვარული შეუფასებელია…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g