LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ლილო მოლის” ბაზრობა მუშაობას აგრძელებს: გიორგი კვარაცხელია

230
ლილო 01

”ლილო მოლის” ბაზრობა მუშაობას შეუფერხებლად აგრძელებს. ამის შესახებ, “ლილო მოლის” დირექტორმა გიორგი კვარაცხელიამ განაცხადა.

მისი თქმით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისათვის დაზუსტებული არ არის.

”ყველაფერი არის კონტროლის ქვეშ. ჩვეულებრივად ვმუშაობთ. 60 კვადრატულამდეა დაზიანებული. ნაწილი ხანძრისგან, ნაწილი წყლისგან. ეს დღეები დიდი მზადება მიდიოდა, ფუსფუსი, დალაგება და ალბათ დარჩა რამე. წინასწარ რთულია თქმა”. განმარტა  გიორგი კვარაცხალიამ.

შეგახსენებთ, რომ ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები