LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლილუაშვილი ღარიბაშვილს: რუსეთი ერთხელაც არ გიხსენებიათ აგრესორი ქვეყნის კონტექსტში – მტერი, ბატონო ირაკლი, მტერია რუსეთის ფედერაცია!

125
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (4)

40 წუთის განმავლობაში რუსეთის ფედერაცია ერთხელაც არ გიხსენებიათ ომის მწარმოებელი აგრესორი ქვეყნის კონტექსტში – მტერი, ბატონო ირაკლი, მტერია რუსეთის ფედერაცია, – ასე მიმართა პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა პრემიერ-მინისტრს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ.

როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, ღარიბაშვილმა საკუთარი გამოსვლისას პროპაგანდისტ „სიმონიანების“ ფუნქცია შეასრულა.

„თუ ევროპას პოლარიზების დასრულება უნდა, კანდიდატის სტატუსი უნდა მოგვცეს“ - პრემიერის გამოსვლა პარლამენტში და მთავარი აქცენტები

„საქართველოსთვის ახალი ომის დაწყება, მესამე მსოფლიო ომის დაწყებას ნიშნავს“ - თქვა ინტერპელაციის წესით მოსმენის დროს ირაკლი ღარიბაშვილმა.

„40 წუთის განმავლობაში რუსეთის ფედერაცია ერთხელაც არ გიხსენებიათ ომის მწარმოებელი აგრესორი ქვეყნის კონტექსტში. ახსენეთ დიდი გამოწვევა, საბრძოლო მოქმედებები, ნომერ პირველი ბირთვული სახელმწიფო – მტერი, ბატონო ირაკლი, მტერია რუსეთის ფედერაცია, მაგრამ თქვენ თქვენი ფუნქცია ფანტასტიკურად შეასრულეთ, ომის სურათი დაუხატეთ ქართულ საზოგადოებას, მოახდინეთ ქართული საზოგადოების შიშების გაღვივება.

სამადაშვილი პრემიერს: სამარცხვინო ადამიანი ხარ – სამჯერ უნდა დაიძახოთ Mea culpa, რაც ლათინურად ნიშნავს „დამნაშავე ვარ“

ეს ფუნქცია გქონდათ, „სიმონიანები“ რომ აცხადებენ ხოლმე რუსეთის პროპაგანდისტული არხებიდან, რომ თბილისის მიმართულებით რაკეტები გამოფრინდება, ეს ფუნქცია შეასრულეთ – თქვით რადიკალებზე, ექსტრემისტებზე, ახალგაზრდებზე, რომლებიც რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანად იდგნენ და გამოხატავდნენ პროტესტს, საკუთარი მომავლის წართმევასთან მიმართებით. საზოგადოებაში შიშის გაღვივება, საზოგადოების დაპირისპირება, ამ მოტივებზე დაფუძნებული რიტორიკა ყოველთვის რუსეთის საქმე იქნება, ეს ასეა, როგორც არ უნდა ეცადოთ, რომ შეცვალოთ“,- მიმართა ბექა ლილუაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს.

ღარიბაშვილი: ეს იყო ძალადობრივი აქცია, რომელიც ხელისუფლებამ სიმტკიცით მოიგერია და ყველას სათანადო ადგილი მიუჩინა 

„სააკაშვილი არის დეკლარირებული, დადასტურებული კრიმინალი“ – ღარიბაშვილის თქმით, ექსპრეზიდენტის შემოსვლის მიზანი ომის დასაწყებად ნიადაგის მომზადება იყო 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g