LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიმონის ქერქი – პატარა ინგრედიენტი, რომელმაც შესაძლოა დიდ როლი ითამაშოს კიბოს პრევენციაში

247
ლიმონის ქერქი - პატარა ინგრედიენტი, რომელმაც შესაძლოა დიდ როლი ითამაშოს კიბოს პრევენციაში

ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში ვრცელდება მტკიცება, თითქოს ლიმონის კანი შეიცავს ბუნებრივ ნივთიერებას Salvestrol Q40-ს, რომელიც „ამოქმედებს ფერმენტებს“ და მხოლოდ სიმსივნურ უჯრედებს ანადგურებს, ჯანმრთელებს კი შეუხებლად ტოვებს. პოპულარული პოსტების მიხედვით, ეს აღმოჩენა უკვე „მეცნიერებმა დაამტკიცეს“. თუმცა რა ხდება სინამდვილეში?

რეალურად კი ცნობილია, რომ მეცნიერები უკვე წლებია იკვლევენ ციტრუსების კანის შემადგენლობას. ლიმონის კანი მოიცავს ფლავონოიდებს ანუ ნივთიერებებს, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ: ანტიოქსიდანტური მოქმედება, ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, სიმსივნური უჯრედების ზრდაზე უარყოფითი გავლენა. ლაბორატორიულ პირობებში ზოგიერთი კვლევა ცხოველთა მოდელებზე აჩვენებს, რომ ციტრუსის კანის ექსტრაქტები შეიძლება შეანელონ ტუმორის ზრდა. თუმცა ეს კვლევები წინასწარია და არ ნიშნავს მიღწეულ ეფექტს ადამიანებში.

ფართომასშტაბიანი გამოკვლევები ადამიანებზე არ არსებობს, რომლებიც დაამტკიცებდა, რომ Salvestrol Q40 რეალურად ანადგურებს კიბოს უჯრედებს ადამიანებში, რომ ის ტოვებს ჯანმრთელ უჯრედებს დაუზიანებლად, რომ ლიმონის კანს შეუძლია კიბოს მკურნალობა ანუ, ეს მოსაზრება დღეს არასანდო ან არადამტკიცებულ ინფორმაციად მიიჩნევა.

ერთის მხრივ, ბუნებრივი საშუალებებისაკენ ადამიანების დიდი ინტერესი, მეორეს მხრივ, სოციალურ ქსელებში სწრაფად გავრცელებული სათაურები, რომლებიც მკვეთრ დაპირებას იძლევიან: „სწრაფი და მარტივი მკურნალობა“.

სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ მსგავს მოსაზრებებს, შესაძლოა მავნე ზემოქმედება ჰქონდეს საზოგადოების ნაწილზე, რადგან ადამიანებმა შესაძლოა უარი თქვან დადასტურებულ სამედიცინო მკურნალობაზე.

რას გვირჩევენ ექიმები? – ლიმონი და ციტრუსები ნამდვილად სასარგებლო და ღირებული კომპონენტია ჯანსაღი კვების რაციონისთვის, თუმცა კიბოს მკურნალობის არსებულ მეთოდს ისინი ვერ ცვლიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g