კარებებს, რომლებიც მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით იხსნება – სედანი Continental მიიღებს. კომპანია Lincoln სიახლეზე აქტიურად ალაპარაკდა და ე.წ. „თვითმკვლელ“ კარებებს Continental-ის მორიგი მოდიფიკაცია მიიღებს. ავტომობილის ფოტო მწარმოებელმა დილერებთან გამართულ ყოველწლიურ შეკრებაზე გამოაჩინა.
ამერიკულმა ბრენდმა განცხადება სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა. ამასთან, „სუიციდის“ ნაცვლად მათ ახალი ტერმინის – „ცენტრში მდებარე კარებების“ დანერგვა გადაწყვიტეს. Lincoln-მა გამომწერებს ისიც სთხოვა, რომ განახლებებს თვალი ინსტაგრამზე მიადევნონ და ბრენდი დამატებით ინფორმაციას სწორედ იქ განათავსებს. ხოლო, წარმატებული იქნება თუ არა „თვითმკვვლელი“ კარებების მქონე ავტომობილი დღევანდელ ბაზარზე – უცნობია.
Making a statement without a word. Center-opening doors elevated the Lincoln #Continental of the mid 1960’s to the pinnacle of mid-century style, a car driven by the likes of Pablo Picasso. #TBT… or is it? Stay tuned to our Instagram feed for more. pic.twitter.com/KZ7OYEqDzP
— Lincoln Motor Company (@LincolnMotorCo) 13 December 2018