ფეხბურთელი გიორგი გველესიანი ირანში თამაშობს, მისი ოჯახი კი საქართველოშია. მეუღლე, ლინდა კიკოლაშვილი მეორე ნახევართან ხშირ განშორებას განიცდის, მაგრამ ცდილობს, ეს თავად გიორგის არ აგრძნობინოს:
„მიჭირს, ყოველდღიურობაში რომ გიორგი ჩემ გვერდით არ არის, მაგრამ ამ რეჟიმსაც მივეჩვიე. ვიცი, რომ ეს დროებითია და ვცდილობ, ყოფით საკითხებზე გიორგი არ ვანერვიულო. თვეში ერთხელ მაინც ვახერხებ, მასთან ჩავიდე ბავშვებთან ერთად…
წუწუნს ახლაც ვახერხებ, ეს ხომ ქალების დამახასიათებელი თვისებაა, თუმცა კარგად მაქვს გააზრებული, რომ გიორგი ამ საქმით ბედნიერია, უყვარს და შემდგარია პროფესიაში. ჩემთვის ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რომ ჩემ გვერდით ყოფილიყო შემდგარი და ბედნიერი მამაკაცი. რა სფეროში იქნებოდა წარმატებული, ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა. ორმაგად სასიამოვნო და საამაყოა, როდესაც შენი მეუღლე სპორტსმენია, ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას ეწევა და არის პოპულარული. ერთი სიტყვით, არასდროს დამიწუწუნია, რომ ფეხბურთელის ცოლი ვარ…“