ლინდსი ლოჰანი საქმროსთან, ეგორ ტარაბასოვთან განშორების შემდეგ მდგომარეობიდან გამოსვლას ცდილობს და სხვადასხვა კურორტზე ისვენებს. გასულ კვირას ლოჰანი საბერძნეთის კუნძულებზე იმყოფებოდა, მოგვიანებით კი სიცილიას ესტუმრა, სადაც საავტომობილო ბრენდის ღონისძიებას დაესწრო.
თუმცა, ღონისძიების მთავარი გმირი ჰოლივუდის ვარსკვლავი არ ყოფილა, ყველას ყურადღება მიპყრობილი იყო იტალიელი ბიზნესმენისკენ ჯანლუკა ვაკისკენ, რომლის ცეკვამ ცოლთან ერთად ინტერნეტი ააფეთქა. ექსცენტრიკული, გარუჯული, 49 წლის სიმპატიური მილიონერი მთელმა მსოფლიომ გაიცნო.
ღონისძიებაზე სოციალური ქსელების მილიონერი ვარსკვლავი თაყვანისცმემლებთან ერთად დაუღალავად პოზირებდა ფოტოკამერების წინ.