LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლინდსი ლოჰანს ყოფილი ბოიფრენდი ქურდობაში ადანაშაულებს

91

ლინდსი ლოჰანისა და მისი ყოფილი ბოიფრენდის, იგორ ტარაბასოვის გარშემო სკანდალები არ ცხრება. რუსი ბიზნესმენი ლოჰანს სასამართლოში ჩივლით ემუქრება. ტარაბასოვი ამბობს, რომ ლოჰანი გაკოტრების ზღვარზე იმყოფება და სერიოზული პრობლემების აქვს. მისივე მტკიცებით, მსახიობმა მას 30 ათასი დოლარის ღირებულების სამკაული და ტანსაცმელი მოპარა. მათ შორის ის ჯვარი, რომელიც ტარაბასოვს ნათლობისას აჩუქეს.

ლინდსი ლოჰანს ამ თემაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ცნობილია, რომ რეჟისორები უარს ამბობენ მასთან თანამშრომლობაზე და მიზეზად ლოჰანის ცუდ ხასიათს ასახელებენ. ფაქტია, რომ ლინდსი ლოჰანისთვის ტარაბასოვის ახალი განცხადება ბევრს არაფერს ნიშნავს. მსახიობი დ მომღერალი ფანტასტიკურ დროს ატარებს ახალ შეყვარებულთან.

https://www.instagram.com/p/BLeg-EGhNhw/

https://www.instagram.com/p/BKgy9gGh8-k/

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g