თანამედროვე ცხოვრების რიტმში საკუთარ თავზე ზრუნვა და ხარისხიანი ძილი სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. სწორედ ამ იდეის გარშემო გაერთიანდა ახალი ქართული ბრენდი LINO SILK, რომელიც მომხმარებელს 100%-ით ნატურალურ, პრემიუმ ხარისხის აბრეშუმის პროდუქციას სთავაზობს.
იდეიდან პრემიუმ ბრენდამდე
ბრენდი LINO SILK ბაზარზე 2025 წლის ივნისში გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ სტარტაპი ერთი წლისაც არ არის, მან უკვე მოახერხა ერთგული მომხმარებლების შეძენა და თავის დამკვიდრება. ბრენდის შექმნის ისტორია დამფუძნებლების პირადი გამოცდილებიდან დაიწყო – აბრეშუმის მოხმარებამ და მისმა დადებითმა გავლენამ კანისა თუ თმის სტრუქტურაზე, გააჩინა სურვილი, ეს უნიკალური თვისებები უფრო ფართო აუდიტორიისთვის გაეცნოთ.
დღეს LINO SILK-ის ასორტიმენტში უმეტესწილად წარმოდგენილია აბრეშუმის ბალიშის პირები, თვალის ნიღბები, თმის სამაგრები, პრემიუმ სასაჩუქრე ბოქსები და შარფები, ასევე აბრეშუმის სხვადასხვა სახეობის პროდუქცია.

ხარისხზე ორიენტირებული
LINO SILK-ის პროდუქცია პირდაპირ აბრეშუმის სამშობლოდან – ჩინეთიდან ჩამოდის, რაც მასალის ავთენტურობასა და პრემიუმ ხარისხს განაპირობებს. ბრენდისთვის პრიორიტეტული მომხმარებლის ჯანმრთელობაა, ამიტომ პროდუქცია სერტიფიცირებულია OEKO-TEX® STANDARD 100-ით. ეს ნიშნავს, რომ აბრეშუმი სრულად თავისუფალია მავნე ქიმიური ნივთიერებებისგან და ტექსტილის უსაფრთხოების უმაღლეს გლობალურ სტანდარტებს აკმაყოფილებს.

რატომ აბრეშუმი?
მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საკუთარ თავზე ზრუნვა და მაღალი ხარისხი, აბრეშუმი საუკეთესო არჩევანია რამდენიმე მიზეზის გამო:
კანის დატენიანება: განსხვავებით სხვა ქსოვილისგან, აბრეშუმი არ იწოვს კანის ბუნებრივ ტენსა და თავის მოვლის საშუალებებს (კრემებს, შრატებს), რაც უზრუნველყოფს კანის სინაზესა და ელასტიკურობას.
თმის დაცვა: აბრეშუმის ზედაპირზე თმა თავისუფლად სრიალებს, რაც საგრძნობლად ამცირებს მის ჩახლართვას, მტვრევადობასა და დაზიანებას.
ჰიპოალერგიულობა: ნატურალური ბოჭკო მედეგია ბაქტერიებისა და მტვრის ტკიპების მიმართ, რაც მას იდეალურს ხდის მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებისთვის.
თერმორეგულაცია: მასალა ინარჩუნებს ოპტიმალურ ტემპერატურას, რაც კომფორტული და მშვიდი ძილის გარანტიაა.

სრულყოფილება შეფუთვიდან იწყება
LINO SILK-ის თითოეულ პროდუქტს თან ახლავს დახვეწილი შეფუთვა, რაც ბრენდის პროდუქციას იდეალურ საჩუქრად აქცევს მათთვის, ვინც აფასებს დეტალებსა და ხარისხს.
სამომავლო ხედვა
ბრენდი განვითარებას განაგრძობს და მალე მომხმარებელს სიახლეებს შესთავაზებს: იგეგმება საბავშვო ხაზის – აბრეშუმის ბალიშის პირების, საღამურებისა და პიჟამების დამატება.
LINO SILK-ის გრძელვადიანი გეგმები წარმოების საქართველოში გადმოტანასა და საკუთარი შოურუმის გახსნას უკავშირდება. მანამდე კი, დაინტერესებულ პირებს პროდუქციის შეძენა ონლაინ შეუძლიათ.
(R)
