LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიონელ მესიმ „ოქროს ბურთი“ მერვედ მოიპოვა

381
ფორტუნა (3)

„ინტერ მაიამის“ არგენტნელმა ფორვარდმა ლიონელ მესიმ „ოქროს ბურთი“ მოიპოვა – მერვედ თავის კარიერაში და პირველად 2021 წლის შემდეგ.

გამოკითხვაში მეორე ადგილი დაიკავა ერლინგ ჰალანდმა (მანჩესტერ სიტი), მესამე – კილიან მბაპემ (პარი სენ-ჟერმენი) და მეოთხე – კევინ დე ბრუინმა (მანჩესტერ სიტი).

გასულ სეზონში არგენტინელმა საფრანგეთის ლიგა 1-ში 32 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და 16 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ასევე ჩემპიონთა ლიგაზე შვიდ მატჩში 4 გოლი და 4 საგოლე პასი ჰქონდა.

გარდა ამისა მესიმ არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი მოიგო, ფეხბურთელმა ტურნირზე შვიდი მატჩი სრულად ითამაშა, შვიდი გოლი გაიტანა და საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში მე-17 ადგილზე გავიდა

ვიდეო: ხვიჩა კვარაცხელია მეუღლესთან ერთად “ოქროს ბურთის” დაჯილდოების ცერემონიაზე – კადრები პარიზიდან

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g