შემდეგი წლიდან ლისაბონის მაცხოვრებლები ველოსიპედის დაქირავებას სრულიად უფასოდ შეძლებენ.
იანვრიდან ეს სერვისი სტუდენტებისა და პენსიონერებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, მოგვიანებით კი უფასო ველოსიპედს პორტუგალიის დედაქალაქის ყველა მკვიდრი მიიღებს. Portugal.posten-ის ინფორმაციით, უფასო პროექტის განსახორციელებლად მობილურ აპლიკაციას გამოიყენებენ.
შეგახსენებთ, რომ გაეროს მონაცემებით ევროპაში ჰაერის დაბინძურების 72%-ზე ავტომობილები არიან პასუხისმგებელი.
სწორედ ამიტომ ევროპა მუდმივად ფიქრობს სხვადასხვა გზებზე, რათა ხალხმა გადაადგილების სხვა, შედარებით ეკოლოგიურ საშუალებას მიანიჭოს უპირატესობა. მაგალითად, საფრანგეთში 4 ათას ევროს აძლევენ ყველას ვინც ელექტრო ველოსიპედის ყიდვას გადაწყვეტს, ვენაში კი ველო-გაქირავება ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემას შეუერთეს.