პორტალმა VisaGuide.World-მა 2024 წელს მოსანახულებლად საუკეთესო ევროპული დედაქალაქები დაასახელა.
რეიტინგი ათასობით მოგზაურის გამოკითხვას ეყრდნობა და ისეთი კრიტერიუმების მიხედვითაა შედგენილი, როგორებიცაა სტუმართმოყვარეობა, ადგილობრივებთან თავისუფლად კომუნიკაციის შესაძლებლობა და უსაფრთხოება.
ანგარიშის თანახმად, ათეულში მოხვდნენ: ლისაბონი (პორტუგალია), ამსტერდამი (ნიდერლანდები), პრაღა (ჩეხეთი), ვარშავა (პოლონეთი), მადრიდი (ესპანეთი), ზაგრები (ხორვატია), ლონდონი (დიდი ბრიტანეთი), რომი (იტალია), ბერნი (შვეიცარია) და პარიზი (საფრანგეთი).
აღსანიშნავია, რომ ლისაბონი გასული წლის რეიტინგში მეხუთე ადგილს იკავებდა (პირველ ადგილზე ამსტერდამი იყო). გამოკითხულთა აზრით, პანდემიის შემდგომ და გლობალური ინფლაციის ფონზე, პორტუგალიის დედაქალაქი მოგზაურებს თვალწარმტაც პეიზაჟებზე, ფერად შენობებზე და თბილ კლიმატზე მეტს სთავაზობს და ეს არის ხელმისაწვდომ ფასად დასვენება (კვირაში, საშუალოდ, 385 ევრო) და კეთილგანწყობილი და ინგლისურ ენაზეც მოსაუბრე ადგილობრივები.