BBC-ის ცნობით, პორტუგალიის დედაქალაქის სამოქალაქო დაცვის სამსახური იუწყება, რომ ლისაბონში, ფუნიკულიორ „გლორიაზე“ კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა.
დაშავებულია 21 ადამიანი, მათ შორის არის 3 წლის ბავშვი.
დაშავებულთა შორის არიან პორტუგალიის, გერმანიისა და ესპანეთის მოქალაქეები.
ავარიის მიზეზის დასადგენად გამოძიებას აწარმოებენ პოლიცია, პროკურატურა და ეროვნული ტრანსპორტის უსაფრთხოების ორგანოები.
ცნობისთვის, ფუნიკულიორ „გლორიაზე“ ვაგონი რელსებიდან გადავიდა. პორტუგალიის მთავრობამ 4 სექტემბერი გლოვის დღედ გამოაცხადა.