2016 წლის იანვრიდან ლისაბონის მერია პორტუგალიის დედაქალაქში გათენებული ღამისთვის ყველა ტურისტს 1 ევროს გადაახდევინებს.
გადასახადი მხოლოდ პირველ კვირაზე გავრცელდება და მაქსიმუმ 7 ევროს შეადგენს. მისი გადახდა სასტუმროებში, კოტეჯებსა და იმ ადგილებში იქნება შესაძლებელი, სადაც ტურისტები ჩვეულებრივ ჩერდებიან. გადასახადი უცხოელ მოგზაურებთან ერთად ადგილობრივ დამსვნებლებსაც შეეხებათ და მისგან მხოლოდ 13 წლამდე ბავშვები განთავისუფლდებიან.
ახალი ტურისტული გადასახადი ჯერ კიდევ 2014 წელს იქნა მოწონებული, თუმცა მხოლოდ ახლა შევიდა ძალაში. მსგავსი რეგულაციის დახმარებით ადგილობრივი ხელისუფლება ბიუჯეტის 16 მლნ. ევროთი შევსებას გეგმავს. შემოსული თანხით კი, ქალაქის განვითარების სხვადასხვა პროექტების დააფინანსებას აპირებენ.
უკვე მიღებულ გადასახადს მალე სავარაუდოდ კიდევ ერთი დაემატება. ლისაბონის მთავრობა ქალაქის აეროპორტში ან პორტში ჩამოსულ ტურისტებსაც 1 ევროიან გადასახდს დაუწესებს. წინასწარი მონაცემებით მორიგი გადასახადი აპრილის თვეში ამოქმედდება, ჯერ კი, მხოლოდ მისი გადახდის პროცედურის გამარტივებაზეა საუბარი.