LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლისაბონში მსოფლიოში პირველი დალტონიკების შუქნიშანი დააყენეს

53
lisabonnews

ლისაბონის ცენტრში განათავსეს 4 შუქნიშანი, რომელიც დალტონიზმის მქონე ადამიანებისთვისაა განკუთვნილი – ანუ მათთვის ვისაც სხვადასხვა ფერების აღქმა და ერთმანეთისგან გარჩევა უჭირს.

შუქნიშნებზე სპეციალურ სიმბოლოებს განათავსებენ, რათა მხედველობის პრობლემის მქონე ადამიანებმა სწორად ორიენტირება შეძლონ. მაგალითად, წითელი ფერი  – სამკუთხედია, მწვანე – სამკუთხედი დიაგონალით.

ევროპული ქალაქები შუქნიშნების მოდერნიზაციას აქტიურად ცდილობენ. მაგალითად, დიუსელდორფში შუქნიშანს ველოსიპედისტთა მობილური აპლიკაცია დაუკავშირეს, რაც ველოსიპედისტებს საშუალებას აძლევს, რომ სწორი მარშრუტი აირჩიონ და წითელ შუქზე ნაკლებად მოუწიოთ გაჩერება. სხვა ქალაქებში „ჭკვიანი“ სისტემები ავტომობილთა მოძრაობას აკვირდებიან და შუქნიშნებს ისე ამუშავებენ, რომ რაც შეიძლება ნაკლები საცობი წარმოიქმნას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g