LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლისას ტრიბიუტი ისტორიული ქალების მიმართ – არტისტმა დოჟა ქეთთან და რეისთან თანამშრომლობით შექმნილი სიმღერა და კლიპი გამოუშვა

124
hq720

სპეკულაცია, რომელმაც იანვრის ბოლოს ქსელი მოიცვა, ოფიციალურად დადასტურდა. საქმე ისაა, რომ ლისამ დოჟა ქეთთან და რეისთან თანამშრომლობით, სადებიუტო სოლო სტუდიური ალბომის – Alter Ego მომავალი სინგლი წარადგინა.

ლისა, დოჟა ქეთი და რეი ერთობლივ სიმღერას გამოუშვებენ

სიმღერას Born Again ჰქვია და მისი რელიზი 7 თებერვალს, თანმხლებ კლიპთან ერთად შედგა. ოთხნაწილიან ვიდეოში, რომელსაც უკვე 12 მილიონზე მეტი ნახვა აქვს, ტრიო პატივს იმ ძლიერ და მებრძოლ ქალებს მიაგებს, რომელთაც ისტორიაში კვალი დატოვეს. თვით კომპოზიცია იმის შესახებ მოგვითხრობს, თუ რა დაკარგეს გოგონების ყოფილმა შეყვარებულებმა მათზე უარის თქმით.

შეგახსენებთ, რომ ლისას სადებიუტო სოლო სტუდიური ალბომი – Alter Ego დღის სინათლეს 28 თებერვალს იხილავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები