LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლისი დეველოპმენტი” უკრაინის ბაზარზე შევიდა

310

ქართული ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერული კომპანია „ლისი დეველპმენტი“ უკრაინის ბაზარზე შევიდა. კომპანიის პრეზენტაცია 2 ნოემბერს, კიევში, სასტუმრო „ჰილტონში” გაიმართა. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს კომპანიის პროექტები და 8 წლიანი ისტორია გააცნეს.

კომპანიის ინფორმაციით, „ლისი დეველოპმენტმა” კიევის ერთ-ერთ პრესტიჟულ ბიზნეს ცენტრში IQ center წარმომადგენლობა გახსნა. ახალი გაყიდვების ოფისი დაინტერესებულ პირებს დღეიდან მოემსახურება.

როგორც „ლისი დეველპმენტში” აცხადებენ, უკრაინულ ბაზარზე კომპანია თავისი სამი უმსხვილესი პროექტით შევიდა, ესენია: საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე ქალაქი ლისზე, კურორტი კოხტა-მიტარბი ბორჯომის მუნიციპალიტეტში და ახლი პროექტი შავი ზღვის სანაპიროზე – კურორტი ბუკნარი.

შეგახსენებთ, „ლისი დეველოპმენტი” ქართულ ბაზარზე 2010 წლიდან საქმიანობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g