LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლისი-მუხათწყაროს გზაზე მეწყრული პროცესები განვითარდა

99
1

30 ივნისს, ლისი-მუხათწყაროს გზის მონაკვეთზე მეწყრული პროცესები განვითარდა.

შემთხვევის გამო გზის აღნიშნული მონაკვეთი გადაიკეტა. ამის შესახებ მედიასთან მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი, დავით ნოზაძე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ლისი-მუ­ხა­თწყა­როს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის მცი­რე მო­ნაკ­ვე­თი და­ზიანდა.

როგორც ნოზაძემ აღნიშნა, გადაადგილება ნაფეტვრები-მსხალდიდის შემოვლითი გზითაა შესაძლებელი.

მისივე თქმით, პროცესების მიმდინარეობას სპეციალისტები სწავლობენ:

“დი­ლი­დან­ვე ჩარ­თუ­ლე­ბი იყ­ვნენ გე­ო­ლო­გი­ის სამ­სა­ხუ­რის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი და სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს ექ­სპერ­ტე­ბი. ასე­ვე იყო ად­გილ­ზე სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია „ჯე­ოგ­რუ­პის“ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, რო­მელ­მაც ეს გზა და­ა­გო და რო­მელ­საც აქვს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გზის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა­ზე, შე­სა­ბა­მი­სად ისი­ნიც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

დღეს და­ათ­ვა­ლი­ე­რეს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი და ნაპ­რა­ლე­ბი, გა­ჩე­ნი­ლი ერო­ზი­ე­ბი, მოხ­და მათი რე­კო­მენ­და­ცი­ით გზის ჩა­კეტ­ვა აღ­ნიშ­ნულ მო­ნაკ­ვეთ­ზე სამი მხრი­დან – ეს არის ლისი-მუ­ხა­თწყა­როს მხა­რეს, მსხალ­დი­დის მხა­რეს და ნა­ფეტვრე­ბი­დან ამო­სას­ვლე­ლი გზა. ხვალ კი­დევ უნდა მი­ვიდ­ნენ ექ­სპერ­ტე­ბი, რომ და­აკ­ვირ­დნენ, რად­გან ეს მოქ­მე­დი მე­წყე­რია. ხვალ უნდა გან­სა­ზღვრონ და დას­კვნა და­წე­რონ თუ რა პრო­ცე­სე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს და რა უნდა გა­კეთ­დეს, დას­კვნის შემ­დეგ სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია შე­ი­მუ­შა­ვებს პრო­ექტს და და­ი­წყებს გზის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას.” – განაცხადა მედიასტან საუბარში ნოზაძემ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები