LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ლისის მიმდებარედ უნიკალური ქართული ფიჭვის ჯიში ნადგურდება”

208

სოციალურ ქსელში, ერთ-ერთი მომხმარებელი ლისის ტბაზე გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს.

ფოტოებზე გამხმარი და წაქცეული ხეები ჩანს.

როგორც ის წერს, ლისის მიმდინარე ტერიტორიაზე, უნიკალური ქართული ფიჭვის ჯიში მიზანმიმართულად ნადგურდება. მისი ინფორმაციით, ხეებს ასხავენ სითხეს, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ, ხეებს ახმობს.

“ფორტუნას” ხეების მოჭრის ფაქტი თბილისის მერიის გამწვანების სამსახურში არ დაუდასტურეს. როგორც მათ აღნიშნეს, ხეები წაქცეულია.

“ეს არ არის მოჭრილი ხეები, ეს არის ხეები რომლებიც წაიქცა, შესაბამისად ნებართვას ვერ გავცემდით.

ხეები არ არის მუნიციპალურ საკუთრებაში, მათი მოვლის პასუხისმგებლობა კერძო პირს ჰქონდა აღებული”, – აღნიშნეს გამწვანების სამსახურში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g