LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლისის ტბაზე ასასვლელი ახალი გზა გაზაფხულზე გაიხსნება – კახა კალაძე

609
68495346-1819469794823115-8539482053555519488-o (1)

გზა, რომელიც მაჭავარიანისა და გელოვანის ქუჩემს ერთმანეთთან დააკავშირებს გაზაფხულზე გაიხსნება.

როგორც თბილისის მერმა რამდენიმე წუთის წინ “ფეისბუქ ლაივის” დროს განაცხადა, ეს პროექტი ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესია. 

ლისიდან გელოვანის გამზირზე: თბილისში კიდევ ერთი ახალი გზის მშენებლობა დაიწყო [ფოტოები]

112-ის ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან ჩამოსასვლელი გზა სუპერმარკეტ „აგროჰაბსა“ და ყოფილ „მათე მოტორსს“ შორის გაივლის.

“ეს ადგილი ისეთია, რომ მიმდინარე სამუშაოები ყველასთვის თვალსაჩინო არაა.  თუ აქ სპეციალურად არ მოხვალთ, ფიზიკურად ვერ ნახავთ, რა ხდება. ამიტომ 

მოსახლეობას მინდა მივაწოდო ინფორმაცია და ვაჩვენო, როგორ მიმდინარეობს სამუშაოები და რამხელა მასშტაბებზე ვართ გასული, რომ ეს გზა ძალიან მალე დამთავრდეს“, – აცხადებს კალაძე.

თბილისის მერთან ერთად ჩართვის დროს სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენელმაც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ახალი გზა ორჯერ მეტ მანქანას გაატარებს, ვიდრე ეს არსებულ მონაკვეთებზეა შესაძლებელი. 

გზა გაზაფხულის ბოლოს გაიხსნება. პროექტისთვის კი 15 მილიონი ლარი დაიხარჯება.

გარდა ამისა, კახა კალაძემ დღეს კიდევ ორ პროექტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პარალელურად “ვეფხი და მოყმის” ძეგლთან ახალი კვანძის მშენებლობა იგეგმება, ასევე აშენდება ხიდი, რომელიც მარცხენა და მარჯვენა სანაპიროებს ერთმანეთთან დააკავშირებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g