ლისის ტბა კიდევ უფრო ლამაზდება. ტბაზე ირგვება ხეები და ახლდება ინფრასტრუქტურა.
აქტიურად მიმდინარეობს სკვერების მოწყობისა და სარეკრეაციო ზონის სამუშაოები.
ტბის ტერიტორიაზე ასევე ჩატარდა სანაპიროს მოსწორებისა და გამაგრების სამუშაოები. მსგავსი ღონისძიებები სეზონურად ტარდება და პრევენციულ ხასიათს ატარებს.