LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიტერატურული პრემია “საბას” გამარჯვებულები ცნობილია

194
unnamed

ლიტერატურული პრემია საბას გამარჯვებულები უკვე ცნობილია.

გამარჯვებული 9 ნომინაციაში გამოვლინდა:

საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი – მაია ცირამუა, “მშვიდობით, ძია გერშვინ”.

საუკეთესო პიესა – ალექს ჩიღვინაძე, “მარინა რევია”.

საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა – რამაზ ჭილაია, “პოეტიკური ჩანაწერები”.

უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი – ელზა ახვლედიანი, “ალჟირელ მეკობრეთა ტყვე (მიგელ დე სერვანტესის არაჩვეულებრივი თავგადასავალი).

საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა – შორენა ლევანიძე, “თუ საჭიროა გათქმევინებთ”.

საუკეთესო პროზაული კრებული – მამუკა დოლიძე, “გასეირნება დროთა სივრცეში”.

საუკეთესო პოეტური კრებული – დაჯილდოვდა ორი პოეტი – ტარიელ ჭანტურია, “სიყვარულის შავი ყუთი 3” და ბესიკ ხარანაული, “დიდი სმა”.

საუკეთესო რომანი – ბესო სოლომანაშვილი, “ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დახვრეტილებისა”.

ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის – ბათუ დანელია, პოეტი.

ცნობისთვის, კორონავირუსის პანდემიის გამო, საბას მე-18 დაჯილდოება განსხვავებული ფორმატით, ონლაინ წარიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g