ლივ ტაილერი ერთ-ერთია იმ ვარსკვლავებს შორის, რომლებიც ბოლო დროს იშვითად ჩნდებიან როგორც ეკრანზე, ისე ფართო საზოგადოების წინაშე.
ამ დღეებში, 41 წლის მსახიობმა, რომლის უკან თაყვანისმცემელთა აურაცხელი არმია დგას, თავი ეფექტურად შეგვახსენა და ქსელში პიკანტური ფოტოები გამოაქვეყნა. ფოტოებზე, რომელთაც ინტერნეტმომხმარებლების ყურადღება მალევე მიიქციეს, ,,აეროსმიტის” ვოკალისტის ქალიშვილი სხვადასხვა ფერის სექსუალური თეთრეულითა და კოსტიუმით პოზირებს.
შეგახსენებთ, რომ ჰოლივუდის ლამაზმანი დროის უმეტეს ნაწილს ოჯახს უთმობს, რის გამოც მან კარიერაზე დროებით უარი თქვა. სამი შვილის დედა უკვე ოთხი წელია, რაც ბრიტანელ სპორტ აგენტთან, დეივ გარდნენრთან ერთად ცხოვრობს.