LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიზა ბაგრატიონის ჭრელი ახალი წელი და ნოსტალგია, რომელიც მამასთან აკავშირებს…

76

ლიზა ბაგრატიონი „ფორტუნას“ საახალწლო ფოტოსესიაზე დისშვილებთან: გიორგისთან, მარიამთან, გურისა და ლიზასთან და შვილთან, ირაკლისთან ერთად გვესტუმრა „თბილისი მარიოტში“.

მომღერლის პატარა დისშვილმა, ლიზამ, ფოტოკამერასთან საკმაოდ დაიმორცხვა, თუმცა მაინც შევძელით მისი გადაღება. გარდა ამისა, მომღერალს საახალწლო ტრადიციებსა და სურვილებზეც ვკითხეთ.

ლიზა ბაგრატიონი:

ტრადიციულად, ახალ წელს ელოდები სიახლეს, უკეთეს მომავალს, სიხარულსა და საჩუქრებს. წლებთან ერთად, სამწუხაროდ, აჟიტირებული მოლოდინი იკლებს, ეს შესაძლოა, ლოგიკურიც არის, რომ უფროსებს ბავშვებივით აღარ გვიხარია. დღეს ახალი წელი უფრო სხვებზე ზრუნვასთან ასოცირდება. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ეს დღესასწაული საქმესაც უკავშირდება. როგორც წესი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ვხვდები შინ, ოჯახის წევრებთან ერთად, თუმცა რამდენჯერმე შევხვედრივარ ახალ წელს გარეთ, საახალწლო კონცერტზე. იხილეთ ვრცლად… (ფოტოგალერეა)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები