LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიზა იასკო – სააკაშვილს ძალიან სტრესული გარემო აქვს, დღეს რამდენჯერმე შეგვაწყვეტინეს შეხვედრა

374
Untitled design - 2021-11-25T140047.480

უკრაინის რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ დღეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ვერ ვხედავ განსხვავებებს იმ შეხვედრებს შორის, რაც ორშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს მქონდა. ვხედავ, რომ არსებობს ექიმების მხრიდან ყურადღება, მაგრამ ზუსტად არ ვიცით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“, – ამბობს ლიზა იასკო.

მისივე თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა არ უმჯობესდება.

„ეს ძალიან ცუდია. ვიცი, რომ ძალიან სტრესული გარემო აქვს. განუწყვეტლივ აქვს ციხეში ყოფნის შეგრძნება. დღეს რამდენჯერმე შეგვაწყვეტინეს შეხვედრა, გვეუბნებოდნენ, რომ გასვლის დროა. როგორც ვიცი, გუშინ ერთი დეპუტატი მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა მასთან შესვლას და არ შეუშვეს.

როგორც ვიცი, არა მხოლოდ ის, არამედ, ბევრს, ვინც ცდილობს მიხეილთან შეხვედრას, არ უშვებენ. ყველაფერ ამის გათვალისწინებით, არ მაქვს განცდა, რომ ამ დღეების განმავლობაში რაიმე გაუმჯობესდა და ძალიან განვიცდი,“- აღნიშნა ლიზა იასკომ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს ძალიან სურს სასამართლოს წინაშე წარდგეს და საუბრის საშუალება მიეცეს.

29-ში ჩანიშნულ “სასამართლო” პროცესზე გთხოვთ, რომ შეიკრიბოთ სასამართლოსთან – სააკაშვილის გზავნილი გორის ჰოსპიტალიდან

„მას ძალიან სურს სასამართლოს წინაშე წარდგომა, რომ მიეცეს საუბრის, ადამიანების ნახვის საშუალება,  ძალიან სურს ეს კონტაქტები და იმედი მაქვს, ასეც იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება მისი უფლებების დარღვევა,“- აღნიშნა დეპუტატმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g