უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ლიზა იასკო “ტვ პირველის” ეთერში საუბრისას აცხადებს, რომ ძალიან ბევრი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პოლიტიზებას ახდენს.
მისი თქმით, სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ უნდა გადაიყვანონ.
“ადამიანის სიცოცხლე არ შეიძლება იყოს აღრეული პოლიტიკაში, ძალიან ბევრი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პოლიტიზებას ახდენს.
სპეკულაციები უნდა დასრულდეს. ბოლო ერთი კვირის მანძილზე ყველა განსხვავებულ ექსპერტიზის პასუხებზე საუბრობდა. ამ თემაზე მხოლოდ პროფესიონალმა ადამიანებმა უნდა ისაუბრონ. დანარჩენი ყველა ამ საკითხს პირადი მიზნებისთვის გამოიყენებს.
სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა უნდა მოხდეს, ეს არის ევროპული თანამეგობრობის პოზიცია”, – საუბრობს ლიზა იასკო.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი მკურნალობის კურსს კლინიკა “ვივა მედში” გადის.