LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიზი დარასელია: „ძალიან ვამაყობ, რომ ვიტალის შვილიშვილი ვარ… ბაბუას მსგავსად, მეც შრომისმოყვარე ვარ…“

1019
ლიზი დარასელია

ვიტალი დარასელიას შვილიშვილი, მომღერალი ლიზი დარასელია „გვაჩვენე შენი ხმის“ აღმოჩენა გახდა, ახლახან კი პაატა გულიაშვილისა და ნიკა არაბიძის შოუში გამოჩნდა საკუთარი ბენდით.

ლიზი დარასელიას ჟურნალი „სარკე“ ესაუბრა.

„როცა დავიბადე, ჩემი ფოტო მაშინ ერთ-ერთ გაზეთში გამოაქვეყნეს, ვიტალი დარასელიას შვილიშვილი დაიბადაო. მოგვიანებით, ჩვენს ოჯახში ბიჭიც დაიბადა, ჩემი უმცროსი ძმა, ვიტალი დარასელია.მას სერიოზული პერსპექტივები აქვს ფეხბურთში. ვეუბნები, რომ ჩვენი ბაბუა უნდა ასახელოს… ბაბუას ჩემს ძმას უფრო ამსგავსებენ, ამბობენ, ფეხბურთის თამაშით ჰგავსო. ბაბუას მსგავსად, ძალიან შრომისმოყვარე ვარ. ყოველთვის ვცდილობ, ბევრი ვიშრომო, რადგან ვიცი, შრომა ფასდება… ძალიან ვამაყობ, რომ ვიტალის შვილიშვილი ვარ. მის შესახებ ბევრი რამ მსმენია და ბევრი წამიკითხავს…“, აღნიშნავს ლიზი ცნობილ ოჯახზე საუბრისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები