LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიზი ქოიავა, რომელმაც ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი ქულები მიიღო, სწავლას რომის ტორ ვერგატას უნივერსიტეტში გააგრძელებს

132
2026-08-06_00-45-07_133828

სტუდენტი ლიზი ქოიავა, რომელმაც ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი ქულები მიიღო, სწავლას რომის ტორ ვერგატას უნივერსიტეტში გააგრძელებს.

„ყველა გზა რომში მიდის.
მიუხედავად იმისა, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი შედეგები მივიღე, ჩემი არჩევანი მაინც უცხოეთში სწავლის გაგრძელებაზე შევაჩერე, რომელიც ჩემი ბავშვობის ოცნება იყო.

სიხარულით გიზიარებთ, რომ ჩავირიცხე რომის ტორ ვერგატას უნივერსიტეტში (University of Rome Tor Vergata), Global Governance-ის საბაკალავრო პროგრამაზე.
მომდევნო სამი წლის განმავლობაში სიღრმისეულად შევისწავლი პოლიტიკის მეცნიერებას, სამართალსა და ისტორიას-სფეროებს, რომლებიც ჩემი ინტერესის მთავარ სფეროს წარმოადგენს და რომლებშიც პროფესიულ განვითარებას ვგეგმავ.

იტალიის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის სტუდენტობა ჩემთვის უდიდესი პატივია, მაგრამ ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაც. დარწმუნებული ვარ, ეს გზა უამრავ ახალ შესაძლებლობას, გამოცდილებასა და გამოწვევას მომიტანს.
განსაკუთრებული მადლობა ჩემს მშობლებს, რომლებიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გვერდით მედგნენ, მამხნევებდნენ და საკუთარი მხარდაჭერით ამ ოცნების რეალობად ქცევაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანეს“, – წერს ლიზი ქოიავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები