ბერლინის გამოფენაში IFA 2015 მონაწილეობა არაერთმა ცნობილმა კომპანიამ მიიღო. გამონაკლისი არც Logitech გახდა. ღონისძიების ფარგლებში მან უნივერსალური კლავიატურა წარმოადგინა.
დევაისს K380 ჰქვია და იგი ნებისმიერ მოწყობილობასთან თავსებადია: პერსონალურ კომპიუტერთან, პლანშეტებთან და სმარტფონებთან. სინქრონიზაციისთვის კი Bluetooth გამოიყენება.
სიახლის კიდევ ერთი განსაკუთრებულობა ღილაკების უჩვეულო ფორმაა, რომლებსაც არა სტანდარტული მართკუთხა, არამედ მრგვალი ფორმები აქვს. ეს ყველაფერი კი მას ორიგინალურ იერს აძლევს.
Logitech K380 – ის ღირებულება 40 დოლარს შეადგენს.