რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ ლოლა წერეთელი სტუმრობდა. მან უპასუხა გადაცემის წამყვანის კითხვას პლასტიკურ ოპერაციაზე, რომელიც უახლოეს მომავალში საზღვარგარეთ აქვს ჩანიშნული.
ლოლა, ცნობილი გახდა, რომ პლასტიკური ოპერაციის გაკეთებას და სრულ გარდასახვას გეგმავ…
პირველ რიგში, დავიწყოთ იმით, რომ არასდროს არაფერს ვმალავ. კუჭის ოპერაციის მერე, რომ გავხდი და გავხდი, წინ წავიდა ცხვირი, დიდი ცხვირი მქონდა და რომ ამბობენ, რა არის ამდენი პლასტიკურის გაკეთებაო, რა პლასტიკურის გაკეთება, ერთი ცხვირი გავიკეთე და 23 პლასტიკა მიადეს ჩემს ცხვირს. მერე, ჯერ ერთი, 25 წლის არ ვარ, შესაბამისად, ყველაფერი იცვლება და ტელევიზიაში რომ გამოვდივარ, პროფილში საერთოდ არ მინდა ხოლმე გამოჩენა და ბიჭებს სულ ვეუბნები, სანამ ოპერაციას არ გავიკეთებ, ჩემი სახე პროფილში არ ანახოთ-მეთქი. 12 ოქტომბერს მივდივარ საოპერაციოდ, მთელი სახის პლასტიკას გავიკეთებ.
დიდი, ხანგრძლივი ოპერაციაა?
ალბათ, 5 საათიანი. იცით, რატომ არ ვმალავ?! ხალხი ხომ ხედავს ჩემს სახეს, სანამ ოპერაციას გავიკეთებ და მე რომ არ ვთქვა, რომ არ ვილაპარაკო… რატომ არ უნდა ვთქვა, რატომ არ უნდა ვილაპარაკო?! პირიქით, გულშემატკივრობა ძალიან მნიშვნელოვანია. თან, ადამიანს უნდა მოუსმინო, შენიშვნა უნდა მიიღო, მე ყველა შენიშვნას ვიღებ. ჩემი მსმენელის აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია. რატომ უნდა თქვან, ეს აფერისტი, ჩუმ-ჩუმად წავიდა და გაიკეთა ოპერაციაო, ჩუმ-ჩუმად რატომ უნდა გავაკეთო, როცა შემიძლია, ალალად ვთქვა.