უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან, უამრავმა მსახიობმა და მომღერალმა ღიად დააფიქსირა საკუთარი აზრი რუსული აგრესიის წინააღმდეგ. მათ შორის იყვნენ ისეთი არტისტებიც, ვინც პუტინის მხარდამჭერთა რიგებში მოიაზრებოდნენ. დღეს თავად რუსული მედია წერს იმ უკრაინული წარმოშობის მუსიკოსების შესახებ, ვინც პროტესტს დუმილი ამჯობინა. მათ შორისაა უკრაინელი მომღერალი ლოლიტა, რომელმაც ცოტა ხნის წინ „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ის გმობს ომს, მაგრამ არ მოიხსენიებს რუსეთს, როგორც აგრესორს. მისი სიჩუმე ნამდვილად ძალიან უცნაურია, რადგან ის უკრაინაში ბევრად პოპულარულია ვიდრე რუსეთში. ლოლიტა აქტიურია „ტელეგრამზე“, ის აქვეყნებს თავის ინტერვიუებს, მაგრამ ხმას არ იღებს ომზე.
კიდევ ერთი უკრაინული წარმოშობის მომღერალი არის ნატაშა კარალიოვა. ომის დაწყებიდან მალევე მის ოფიციალურ გვერდზე გაჩნდა ორი ქვეყნის, რუსეთისა და უკრაინის დროშები, თუმცა მალევე ეს ფოტო წაიშალა. მას შემდეგ ნატაშას ომის თემაზე ხმა არ ამოუღია, მედიაში იმასაც წერენ, რომ მომღერალი ფლორიდაში გაემგზავრა, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობს.
ლაიმა ვაიკულე უკრაინაში ომის წინააღმდეგ გამოდის: „გაჩერდით! გევედრებით!“