LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლომბარდებს უძრავი ქონების მიღება ისევ შეეძლებათ

116

თუ ლომბარდები 1 ივლისამდე დარეგისტრირდებიან ეროვნული ბანკის ქოლგის ქვეშ, მათ უძრავი ქონების მიღება ისევ შეეძლებათ. ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომელმაც დღეს თბილისის მედიათეკაში პრეზენტაცია გამართა.

მამუკა ბახტაძის განმარტებით, ასეთი ლომბარდები საქმიანობის ამ მხრივ გაგრძელებას, მხოლოდ სებ-ის რეგულაციების შესაბამისად შეძლებენ. როგორც ფინანსთა მინისტრი ამბობს, 2019 წლის 1 იანვრიდან ლომბარდები ისედაც ექცეოდნენ ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ, თუმცა მთავრობა მათ სთავაზობს, რომ თუ სურთ საქმიანობა გააგრძელონ, განსაკუთრებით რეგისტრირებული ქონების ნაწილში (უძრავი ქონება, ავტომობილები) რეგულაციების ქვეშ 1 ივლისამდე უნდა მოექცნენ.

ფინანსთა მინისტრმა დღეს დეტალურად ისაუბრა ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე საბანკო-საფინანსო სფეროში. მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, რეფორმა ითვალისწინებს ეკონომიკის დაკრედიტების ახალი ხარისხობრივი სტანდარტების დაწესებას და ემსახურება მთავრობის მთავარ მიზანს – ეს არის მდგრადი, გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერა და ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობა.

ლომბარდებთან დაკავშირებით, რეფორმის მიხედვით:

  1. იზღუდება ლომბარდებისა და კერძო გამსესხებლების (ე.წ. მევახშეების) სასარგებლოდ რეგისტრირებული ქონების  – ავტომობილებისა და უძრავი ქონების დაგირავება.
  2. მოძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების გამცემ სუბიექტებს (ე.წ. ლომბარდებს) მოეთხოვებათ უზრუნველყონ გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი და გონივრულ ვადაში დანერგონ კომპიუტერული პროგრამა, სადაც აღირიცხება ყველა დაგირავებული ნივთი.

რეფორმის დეტალები სრულად იხილეთ ბმულზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები