„ჩვენი ინფორმაციით, მათი დაკავება მოხდა საღამოს 9-10 საათის ფარგლებში, ანუ რამდენიმე საათით ადრე, სანამ უშუალოდ კლუბების ტერიტორიაზე დაიწყებოდა სპეცოპერაცია,“ – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, ტვ პირველის ეთერში განაცხადა. მისი თქმით,ნარკორეალიზაციის ბრალდებით აღნიშნული 8 პირი კლუბების გარეთ დააკავეს და მას ამის შესახებ თვითონ დაკავებულებმა განუცხადეს.
„როგორც შსს-ში განგვიცხადეს, მათ წინააღმდეგ არსებობდა ვიდეო მტკიცებულებები, თუმცა, დაკავება მოხდა კლუბის ტერიტორიის გარეთ. უშუალოდ სპეცოპერაციის დაწყებიდან და შემდგომ იქნა დაკავებული მხოლოდ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ადამიანები, რომელთაგან ყველა დღეის მდგომარეობით არის თავისუფალი,“ – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
შსს-ს ინფორმაციით, ძალოვანებმა ნარკორელიზების ბრალდებით რვა პირი დააკავეს. უწყების განცხადებით, ბოლო 3 თვის განმავლობაში ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებდნენ თბილისში მდებარე კლუბებში.უწყების განმარტებით, სპეცოპერაცია იმ დროს დაიწყო, როდესაც კლუბებში ნარკოტიკული საშუალებების გასაღება უნდა მომხდარიყო