მესტიაში მოკლული საკრებულოს წევრის, ლომურ ნიგურიანის, ახლობლის ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი მისივე ბიძაშვილია, – ამის შესახებ ოჯახის ახლობელმა განუცხადა. მისი თქმით, მკვლელობა პოლიტიკას არ უკავშირდება.
„არ არსებობს არანაირი პოლიტიკური სარჩული და მისი მკვლელობა არც მიწასთან დაკავშირებულ დავას ეხება. უბრალოდ, ლომურ ნიგურიანმა თოვლი ბიძაშვილის ეზოში გადაყარა, რასაც შელაპარაკება მოყვა. მკვლელობა, სავარაუდოდ, აფექტის ნიადაგზე მოხდა,“ – განაცხადა მან.
ლომურ ნიგურიანის ცხედარი ქუთაისში ექსპერტიზეა გადასვენებული.