LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლონდა თოლორაია: ერთ ადამიანს მაინც როგორ არ აღმოაჩნდა საკმარისი ინტელექტი, გამბედაობა, შეგნება, სინდისი, ნამუსი, რომ ამ ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკაზე ეთქვა უარი

178
ლონდა თოლორაია

„ყველა გონიერი ადამიანი ვხვდებით რა დევს სასწორზე. და თუ ვინმე ამას ვერ ხვდებით, ცოტა მეტი უნდა იმეცადინოთ სახელმწიფოს მშენებლობის საკითხებში“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ლონდა თოლორაია წერს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმურება:

„ძალიან ბევრი რამის თქმა მინდა: რამ მიგვიყვანა აქამდე, რა ნაბიჯებმა, ვისი ბრალია და ა.შ., მაგრამ ახლა მხოლოდ ერთი კითხვა მიტრიალებს თავში:

ერთ ადამიანს მაინც როგორ არ აღმოაჩნდა საკმარისი ინტელექტი, გამბედაობა, შეგნება, სინდისი, ნამუსი, რომ ამ ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკაზე ეთქვა უარი. ზუსტად ვიცი, ხართ რამდენიმე ადამიანი მაინც, ვისაც ეს ვითარება დისკომფორტს გიქმნით და ზუსტად იცით რომ საქმე მოსალოცად არაა.

15 წელი ვიყავი საჯარო მოხელე და ვიცი რა არის თავშეკავება, საჯარო მოხელეობის გამო რაღაცებზე უარის თქმა. ისიც ვიცი, რომ არაა მარტივი ასეთ დროს გამბედაობა, მაგრამ ეს ხომ არაა ჩვეულებრივი რიგითი მოვლენა, რომელზეც გაჩუმება და მით უფრო, ამ ყველაფერში თანამონაწილეობა გულს არ გიჭამდეს და სინდისს არ გიფორიაქებდეს ადამიანს.

ყველა გონიერი ადამიანი ვხვდებით რა დევს სასწორზე. და თუ ვინმე ამას ვერ ხვდებით, ცოტა მეტი უნდა იმეცადინოთ სახელმწიფოს მშენებლობის საკითხებში.

მოდით, დღეს კიდევ ერთხელ ჰკითხეთ თქვენს თავს: სად იდექით მაშინ, როცა ჩვენი ქვეყანა უფსკრულისკენ მიექანებოდა და ქართველ ხალხს უკეთესი ცხოვრების შანსს ართმევდნენ.“ – წერს ლონდა თოლორაია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g