LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლონდა თოლორაია სახელწიფო ინსპექტორი გახდა

509
londatoloraia

82 მომხრე და 21 წინააღმდეგი – ლონდა თოლორაია სახელწიფო ინსპექტორი გახდა. კენჭისყრა საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე წუთის წინ გაიმართა. პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ვალერი ლომუაშვილის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა.

გადაწყვეტილების მიღებამდე საპარლამენტო უმრავლესობაში ღიად ამბობდნენ, რომ შსს-ს მაღალჩინოსანს, ლონდა თოლორაიას უცხადებდნენ მხარდაჭერას. მმართველი გუნდი მის გამოცდილებას,კვალიფიკაციასა და პიროვნულ მახასიათებლებს უსვამს ხაზს.

ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ლონდა თოლორაიას წარდგენა სახელმწიფო ინსპექტორის პოსტზე ნიშნავს, რომ ის შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიაზე დამოკიდებული იქნება.

თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორის პოსტს 6 წლის ვადით დაიკავებს. ის მუშაობას სამი ივლისიდან შეუდგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g