“შემიძლია ლონდა თოლორაიას საჯარო შეთავაზებაც გავუკეთო მთავრობის ნებისმიერ სტრუქტურაში”,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ ის ძალიან კვალიფიციური და გამოცდილი კადრია.
„შემიძლია ლონდა თოლორაიას საჯარო შეთავაზებაც გავუკეთო მთავრობის ნებისმიერ სტრუქტურაში. ვიცი, რომ იგი არის ძალიან კვალიფიციური, ძალიან გამოცდილი კადრი. თუ არ ვცდები, მანამდე მუშაობდა პროკურატურაში წლების განმავლობაში, შემდეგ – პოლიციაში. თუ მას აღარ მოუნდება, მიიღოს მონაწილეობა ან ერთი, ან მეორე სამსახურის კონკურსში, მას ყველა კარი აქვს ღია და მე პირადად აქედან ვუკეთებ შეთავაზებას. ასე, რომ პიროვნული ამ შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა ხელისუფლებას, პარლამენტს და ჩვენ ამ ხედვას მივყვებით. ესა თუ ის რეფორმა ემსახურება სამსახურის გაჯანსაღებას, გაძლიერებას და მით უმეტეს, იდეაში, ეს ძალიან კარგად ვიცი, დაგეგმილია ამ სამსახურის გარდაქმნა, გაყოფა ორ სამსახურად და მისი კიდევ უფრო გაძლიერება, კიდევ უფრო მეტი დამოუკიდებლობა რომ ჰქონდეს, მეტი ტრანსფარენტულობა, მეტი უფლებები და ვფიქრობ, ეს ყველაფერი კარგია,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.